ისრაელში უკრაინის ელჩი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, რომ დაღესტნის აეროპორტის ინციდენტის უკან კიევი დგას და “რუსულ პროპაგანდას“ უწოდებს

ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიიჩუკი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ დაღესტნის მთავარ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის უკან კიევი დგას.

„სხვას რას შეიძლება მოელოდე რუსული პროპაგანდისგან“, - განაცხადა ევგენი კორნიიჩუკმა The Times of Israel-თან ინტერვიუში მაჰაჩყალას აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ბრალდებებზე პასუხისას.

„მათ უსაფრთხოების ძალები აეროპორტში შეიყვანეს, მაგრამ ისინი ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მათ არაფერი გააკეთეს“, - განაცხადა კორნიიჩუკმა.

ისრაელში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ისრაელის პოზიციის შეცვლა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ნელი იქნება, მაგრამ აუცილებლად მოხდება.

„ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ყველას ესმის, ვინ არის მტერი და რომ რუსეთი, ძირითადად, ირანთან და „ჰამასთან“ ერთად ამ ომში ერთ მხარეს წარმოადგენენ“, - აღნიშნა კორნიიჩუკმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება