ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 31 ოქტომბერს ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 30 ოქტომბრის 23:00 საათიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

„ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით, ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

ამავე პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. კერძოდ, N350, N371, N345, N301, N331 ავტობუსები ევროპის მოედნის გავლის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება