ისრაელის თავდაცვის სამინისტრო - ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ მათი ქმედება იყო პასუხი ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებულ სარაკეტო და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულ თავდასხმაზე. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა.

შეგახსენებთ, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული შეტაკებები ესკალაციის შიშს იწვევს. „ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ სიტუაციას რაციონალურად და გონივრულად მართავს და თამაშის წესები გარკვეული საზღვრებით არის შეზღუდული. ამავდროულად, მე არ შემიძლია, რომ ლიბანელები დავამშვიდო, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება“, - აღნიშნა ლიბანის პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება