ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას

რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაუძლოს საომარ მოქმედებებს და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ამ კონტექსტში გაიხსენა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხება და დაღესტანში ორი დღის წინ მომხდარი არეულობა.

„ვხედავთ, რომ მეამბოხეები მოსკოვისკენ მიემართებიან და მათ არავინ აჩერებს. ვხედავთ, რომ დაღესტანში ძალაუფლების ვერტიკალი ორთქლდება, რაც ნამდვილი დარბევა ხდება. ეს ყველაფერი იმის სიგნალია, რომ რუსეთს ახლა შეუძლია გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ არ შეუძლია, ამ დაპირისპირებას სტრატეგიულად გაუძლოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და ძლიერი იარაღი ერთობაა.

„სტრატეგიულად, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძლიერები, ერთიანები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუძლოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი და აგრესია. ამისთვის საჭიროა ჩვენი ერთობა, ერთობა ჩვენს შორის, ერთობა მთელ ევროპაში, ერთიანობა ამერიკაში და ერთობა მთელ თავისუფალ სამყაროში. ერთობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება