გაერო-ში ისრაელის ელჩი უშიშროების საბჭოს - ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება

გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმებისთვის „ჰამასი“ არ დაგმო.

შეხვედრაზე მისულ ერდანსა და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის სტიკერები ეკეთათ, წარწერით: „აღარასდროს“.

”ამ დღიდან, ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება. ისევე, როგორც ჩემი მშობლები და მილიონობით ებრაელის ბებია-ბაბუა, მე და ჩემი გუნდი ყვითელ ვარსკვლავებს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ამ ვარსკვლავს მანამ, სანამ არ დაგმობთ „ჰამასის“ სისასტიკეს და არ მოითხოვთ ჩვენი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება