„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 2 ნოემბერს, 06:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ გუდაურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ვლადიკავკაზ-თბილისის D700მმ მაგისტრალური გაზსადენის 98.00 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 ნოემბერს, 06:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გუდაურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმლისციხეს. ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: სეთურები, ზაქათკარი, კაიშაურნი, ჯაღმიანი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება