„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საჩხერის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საჩხერის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 2 ნოემბერს, 09:00-დან 15:00 საათამდე საჩხერის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” საჩხერის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხსენებული გაზსადენის 2.0 კილომეტრზე კოროზირებული მონაკვეთის შეცვლის სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 ნოემბერს 09:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ საჩხერის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება ქალაქ საჩხერესა და საჩხერის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არგვეთი, ბახიოთი, ბაჯითი, გამ. არგვეთი, გაღმამთა, გორისა, დარყა, დუნთა, დურევი, ეთო, ეხვევი, ივანწმინდა, ითხვისი (ბეგიაური), იტავაზა, იცქისი, კალვათა, კორბოული, მახათაური, მერჯევი, მოძვი, მოხვა, ნიგვზარა, ორღული, პასიეთი, პერევი, სავანე, საირხე, საკოხია, სარეკი, სპეთი, სხვიტორი, უზუნთა, ქვემოხევი, ქორეთი, შალაური, შომახეთი, ჩიხა, ცხამი, ცხომარეთი, წასრი, ჭალა, ჭორვილა, ჭურნალი, ჯალაურთა, ჯრია.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება