მიხეილ ხიდურელი - BPO ინდუსტრიაში რეკორდულად მოკლე დროში შევძელით კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა

ჩვენი სააგენტოს აქტიური და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, საერთაშორისო კომპანიასთან პირველი შეხვედრიდან ექვს თვეში შევძელით მისი დაინტერესება საქართველოთი და აქ ინვესტირება, რაც რეკორდულად მოკლე დროა ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიისთვის, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანულმა კომპანია Hives CX-მა საქართველოში ინვესტირება და ოპერირების დაწყება გადაწყვიტა. მისივე განცხადებთ, კომპანია საქმიანობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.

„საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. თუმცა, საქართველომ უკვე წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი BPO ინდუსტრიის მსოფლიო ბაზარზე. ის რომ, ქვეყანაში ოპერირებენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა „მეიჯორელი“, „კონსენტრიქსი“, „გირტეკა“ და სხვა, ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს. ამასთან, სტაბილური ეკონომიკური ვითარება, საინვესტიციო შეღავათები და პროფესიული კადრები დიდ გავლენას ახდენს უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებაზე, რომ საქმიანობა საქართველოში გააგრძელონ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია Hives CX ინვესტირებას ბიზნესი პროცესების დისტანციურად მიწოდების (BPO) დარგში განახორციელებს და IT სერვისების დისტანციურად მიწოდებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით იმუშავებს.

„Hives CX-ის დირექტორის შერიფ კამელის თქმით, საქართველოში ინვესტირებით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ექვსი თვის წინ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით BPO სექტორის სხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანას ეწვია და აქ არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნო.

შერიფ კამელი საქართველოს მეორედ გასულ კვირას სტუმრობდა „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართულ BPO სექტორის სამიტზე, რომელსაც 15-მდე საერთაშორისო კომპანია ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო