პროექტ „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა ქვეპროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში, პროექტი „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისათვის“ განახორციელა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის აფხაზეთიდან დევნილი 30 სტუდენტისთვის 90 დღის განმავლობაში სისხლის სამართლის პროცესის საადვოკატო პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებდა.

„სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები სისხლის სამართლის პროცესსა და მის შემდეგ დისციპლინებში: კრიმინალისტიკა, კრიმინოლოგია, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობა, განხილვები სასამართლო ინსტანციებში. ასევე, მონაწილეები დაესწრნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვებს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდული ინიციატივებისა და საქმიანობის ხელშეწყობა იყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება