ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში გასული დღის განმავლობაში სამხედროებმა „ჰამასის“ 300 ობიექტზე მიიტანეს იერიში

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში გასული დღის განმავლობაში სამხედროებმა „ჰამასის“ 300 ობიექტზე მიიტანეს იერიში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო და სარაკეტო გამშვები პოზიციები, გვირაბების შესასვლელები და სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.

თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახმელეთო ოპერაციის დროს ისრაელის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც „ჰამასის“ ბევრი წევრი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალები, ისრაელის მხარეს არსებული პოტენციური მსხვერპლის შესახებ, ინფორმაციას არ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება