„თიბისიმ“ ახალი თაობისთვის  ახალი საგანმანათლებლო პროექტი „კომუნიკაციის სახელოსნო“ დაიწყო

თიბისიმ“ ახალი თაობისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „კომუნიკაციის სახელოსნო“ დაიწყო.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს დაეხმაროს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

„თიბისის“ ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყობა რეალური სამუშაო გარემო, სადაც მონაწილეები დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას - მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.

„კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები იმუშავებ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი თუ სხვა.

კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, „თიბისის“ ტექგანათლების კურსდამთავრებულებს ეძლევათ მონაწილეობის შესაძლებლობა. მომდევნო წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება. „კომუნიკაციის სახელოსნოს“ პრეზენტაცია 26 ოქტომბერს „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება