BTU-ს B2B აქსელერატორი GLOVO-სთან თანამშრომლობით აქტიურ საქმიანობას იწყებს

BTU-ს B2B აქსელერატორსა და GLOVO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი Glovo-ს დამფუძნებელმა საშა მიშუმ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე ერთობლივად იმუშავებენ. „B2B აქსელერატორის“ ფარგლებში, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების, სტუდენტების დასაქმებისა და განვითარების მიზნით ერთობლივად განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა.

BTU-ს B2B აქსელერატორი ახლახან დაარსდა და მისი მიზანია, შექმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, ჩაატაროს საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მსხვილი კომპანიების ოპერაციული თუ სხვა პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო კვლევები და მოახდინოს ინოვაციური იდეების გენერირება.

წარმატებული სტარტაპის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული პრობლემების სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილების შექმნაა. პრობლემის სწორ ანალიზში კი კონკრეტულ სფეროში არსებული მოწინავე კომპანიების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც წესი, გამოწვევები, რომლების წინაშეც ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები დგანან, მცირე ზომის კომპანიებისთვისაც აქტუალურია.

ამ პროცესების გასააქტიურებლად და მიზნის მისაღწევად, BTU-ს B2B აქსელერატორი, აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მსხვილ ორგანიზაციებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან. აქსელერატორის ბაზაზე უკვე შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა პრობლემაზე დარგის ექსპერტების და მენტორების ჩართულობით იმუშავებს. აქსელერატორი აგრეთვე ითანამშრომლებს ანგელოზ ინვესტორებთან, იდეის საწყის ეტაპზე დაფინანსებისადა პროტოტიპირებისთვის.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება