ნინო ლაცაბიძე - ვაგრძელებთ სამუშაოებს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია აქტიურადაა ჩართული GWP-ის პროექტების საზედამხედველო ნაწილში

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტზე მონიტორინგის მიზნით, კომპანია GWP-ის ხელმძღვანელ პირებთან, რუსთავის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, GWP-ის გენერალური დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსს, ,,რუსთავის წყლის" ახალ დირექტორს მიგელ ამხელ მაზო ესტებანეზს, კომპანიისა და მერიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოგვიანებით, რუსთავის მერი და კომპანია GWP-ის წარმომადგენლები, ლომოურის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

,,ვაგრძელებთ სამუშაოებს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია აქტიურადაა ჩართული GWP-ის პროექტების საზედამხედველო ნაწილში. წყალმომარაგების პრობლემის დაძლევა, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ყოველდღიურად ადგილზე ვეცნობით ამ პროცესს. დღეისათვის ლომოურის ქუჩაზე მიმდინარეობს 570 მეტრი სიგრძის მაგისტრალური წყალსადენის სრულად განახლება და ვფიქრობ, რომ რუსთავის წყალმომარაგებას, სწორედ ასეთი პროექტები გააუმჯობესებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა, დღეისთვის კომპანია რუსთავში 24 პროექტს ახორციელებს.

,,რუსთავის წყალს“, წყალმომარაგების დარგის ექსპერტი ესპანეთიდან მიგელ ანხელ მაზო უხელმძრვანელებს. ჩვენ ამჟამად რუსთავში 24 მიმდინარე პროექტი გვაქვს და თითოეულ მათგანზე სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი. ჩვენი მიზანი და პრიორიტეტი, ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაა. ლომოურის ქუჩა, სადაც ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთია იმ მიმდინარე პროექტებიდან, რომელიც რუსთავის წყალმომარაგებას უახლოვეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა GWP-ის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.

„ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, კომპანია GWP-იმ, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2023 წლის დასაწყისში დაიწყო. განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა, 30 მილიონი ლარია. პროექტი, ხრამის სათავე ნაგებობიდან მომავალი და ქალაქში არსებული წყალსადენის კომპლექსურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება