ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ - ერთი მეთაური

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ ბეით ლახიას ბატალიონის მეთაური ნისამ აბუ აჯინა, 7 ოქტომბერს კიბუც ერეზზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.

„აბუ აჯინას ლიკვიდაცია, „ჰამასის“ მცდელობებს, რომ ჩაშალოს ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციები, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!