ლევან ხაბეიშვილი - ბოდიში, „ჩათლახებს“ ეძახიან პარტნიორებს და კიდევ „ენჯეოები“ უშლიან ხელს ამერიკელებთან ურთიერთობაში?

„ჩათლახებს“ არ ეძახიან ამერიკელ სენატორებს და „ენჯეოებს“ უნდათ დააბრალონ, რომ ურთიერთობები უფუჭდებათ?! - თუ რამე პრობლემას ქმნის, ეს რუსული პარტია და მათი რუსული მისწრაფებებია, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" პარტნიორებთან ურთიერთობებს თავად აფუჭებს.

„ბოდიში, „ჩათლახებს" ეძახიან პარტნიორებს და კიდევ "ენჯეოები" უშლიან ხელს ამერიკელებთან ურთიერთობაში? რუსული პარტიის წარმომადგენლები იმ სიტყვებით, რაც ახლა ვთქვი და არ მინდოდა თქმა, ამ ლექსიკით არ ლაპარაკობენ? "ჩათლახებს" არ ეძახიან ამერიკელ სენატორებს და "ენჯეოებს" უნდათ დააბრალონ, რომ ურთიერთობები უფუჭდებათ? გინახავთ, რომ პუტინზე, ლავროვზე ისე ესაუბროთ, როგორც საუბრობენ პარტნიორებზე, ვერ ნახავთ ვერც ერთ ასეთ განცხადებას ვერც პუტინზე, ლავროვზე, ვერც გავრილოვზე, ვერც კარასინზე. ისინი თავს ესხმიან პარტნიორებს და მერე აბრალებენ "ენჯეოებს", რომ ურთიერთობებს უფუჭებენ. თუ რამე პრობლემას ქმნის, ეს არის რუსული პარტია და მათი რუსული მისწრაფებები", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ.

"იმედი გვაქვს, რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგაა მიმართული,"- აცხადებს კობახიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება