სლოვაკეთი უკანონო მიგრაციას აღსაკვეთად უნგრეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს

სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უნგრეთთან საზღვარზე, ქვეყანაში მიგრაციის ზრდის თავიდან ასაცილებლად, ასობით პოლიციელი გაგზავნა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, მატუს შუტაი-ესტოკზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მინისტრის თქმით, საზღვარზე პოლიციის გარდა, სამხედროებიც პატრულირებენ.

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელი მოინახულა და განაცხადა, რომ მთავრობა ძალიან შეშფოთებულია ლტოლვილებთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესებით.

„თუ უკანონო მიგრაციას არ გავაკონტროლებთ, მაშინ აქ, შესაძლოა, ტერორისტულ სტრუქტურებთან დაკავშირებულმა საშიშმა პირებმა შემოაღწიონ. ამ საშიშ პირებს შეუძლიათ უზარმაზარი პრობლემები შეგვიქმნან. ის, რაც ღაზას სექტორში ხდება, სლოვაკეთის უსაფრთხოების სფეროში გიგანტურ რისკებს ქმნის“, - აღნიშნა ფიცომ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!