„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ რუსთავი-თელავი-ჟინვალის და თელავი-ახმეტის შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ის 108.8 და თელავი-ახმეტის მ/გ-ის 0.0 კმ-ებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” რუსთავი-თელავი-ჟინვალის D300მმ მაგისტრალური გაზსადენის 108.8 და თელავი-ახმეტის D300მმ მაგისტრალური გაზსადენის 0.0 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 ნოემბერს 09:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვანთა, აკურა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება