იაპონიაში შეიარაღებულმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა

იაპონიაში შეიარაღებულმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დღეს დაახლოებით 14:15 საათზე, შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და თავი ქალაქ ვარაბის ფოსტის შენობას შეაფარა. ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი აქვს“, - განცხადებას ქალაქის ხელისუფლება საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს, იმავე რეგიონის ქალაქ ტოდას საავადმყოფოში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, 40-დან 50 წლამდე, მოტოციკლით გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება