შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გადამხდელებს ახალი პროექტი - „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგი“ გააცნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა თაბაგარმა უწყებაში მიმდინარე ახალი პროექტის - „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგის“ შესახებ, გადასახადის გადამხდელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩიკვილაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

„ქცევის რეიტინგი“ წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ხედვას გადასახადის გადამხდელის მიერ, ზოგადი საგადასახადო ვალდებულების შესრულების ქცევის წესზე და გადამხდელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე დაყრდნობით ფასდება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგის“ შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. პროექტი საწყის ეტაპზე მხოლოდ პილოტურ რეჟიმში იმუშავებს და მასში ჩართული იქნებიან წინასწარ შერჩეული საშუალო სიდიდის კატეგორიის დღგ-ის გადამხდელები. ამასთან, 2024 წლიდან, იგეგმება მომხმარებელთა ეტაპობრივი გაზრდა.

ახალი პროექტის შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით, გადამხდელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატშიც გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის