კახა კალაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე მოლოდინი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაწეული მუშაობის გათვალისწინებით, ოპტიმისტურია.

მისი თქმით, ქვეყანამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაფერი გააკეთა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული იყოს. პროცესი მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება და მისასალმებელია ის პოზიტიური ნაბიჯები, რასაც სტატუსთან დაკავშირებით ვისმენთ, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსს საქართველო თავიდანვე იმსახურებდა, თუმცა ვიცით, რომ არასამართლიანად მოგვექცნენ და არ მოგვცეს სტატუსი. რაც შეეხება მომავალს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი. ჩვენს მეგობრებთან ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ რეფორმების განსახორციელებლად. რამდენიმე დღის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს გრძელვადიანი სამუშაო გეგმაა. პროცესი გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა როლი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კახა კალაძემ უპასუხა, რომ კონკრეტული არასამთავრობოები და პოლიტიკოსები ამ პროცესს ხელს ყველანაირად უშლიან.

„შეიძლება ეს ყველაზე არ ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ამ რთულ გზაზე ვხედავთ, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, თუნდაც NGO-ების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნულ პროცესს, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და როგორმე საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება