ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში 240 მძევალი იმყოფება

ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მინიმუმ 240 მძევალი იმყოფება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი თქმით, მძევლების ოჯახებს შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

ამასთან, თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განმარტებით, ეს მონაცემი საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დღემდე 5 მძევალი გაათავისუფლა - ამერიკელი დედა-შვილი, ორი ხანდაზმული ქალი და ერთი სამხედრო მოსამსახურე.

კიდევ ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია და მათი ბედი ამ დროისთვის უცნობია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება