კახა კალაძე აშშ-ს ახალ ელჩზე - დარწმუნებული ვარ, ის უხერხულობები, რაც არსებობდა, წარსულს ჩაბარდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან მომავალი თანამშრომლობა კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართება და „ძველი უხერხულობები წარსულში დარჩება“.

როგორც მან აღნიშნა, ის გაურკვევლობები, რომლებიც განცხადებებისა და მოწოდებების სახით ისმოდა, ძალიან მძიმე იყო.

„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა ფორმატში წარიმართება - ის უხერხულობები, რაც არსებობდა, ჩაბარდება წარსულს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე. ის გაურკვევლობები, რომლებიც განცხადებებისა და მოწოდებების სახით დაფიქსირდა, ძალიან მძიმე და ცუდი იყო. დარწმუნებული ვართ, ახალი ელჩის პირობებში ეს ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო საიმედო პარტნიორი და ის ქვეყანაა, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ევროპული ღირებულებები ძალიან ძვირფასია, რადგან ევროპა დაფუძნებულია მშვიდობაზე.

„ევროპული ღირებულებები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. რა არის ეს და რატომ გვინდა ევროპა? ის დაფუძნებულია მშვიდობაზე და იმ ქრისტიანულ საწყისებზე, რაც ასევე, ძვირფასია ჩვენთვის. ის, რომ ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით, წარსულით, ამ ყველაფრით ვართ ჩვენ საინტერესო ევროპისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო