ნიკოლოზ სამხარაძე - საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მყარი გარანტიები მივიღეთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ გადაუხვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპს

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, მყარი გარანტიები მივიღეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპს არც ერთი ქვეყანა არ გადაუხვევს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრები გაიმართა ოცამდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან, სადაც საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„მათ ის კონტექსტი გავაცანით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაა და ვთხოვდით დახმარებას, რათა ჩვენი არაღიარების პოლიტიკა განგრძობადი და წარმატებული იყოს. ჩვენი შეხვედრების გეოგრაფია მასშტაბური იყო. ჩვენ ხუთი კონტინენტის წარმომადგენლებს შევხვდეთ და ძირითადი აქცენტი, ამჯერად, აფრიკაზე და ოკეანეთის ქვეყნებზე იყო გაკეთებული, რომლებიც რისკის შემცველი რეგიონები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მუშაობდა იქ, რათა ქვეყნები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე დაეყოლიებინა. ამ მხრივ, ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენი რეზოლუციების მხარდაჭერა იყო.

„წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ასზე მეტმა ქვეყანამ საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს რიცხვი მუდმივად იზრდებოდეს. სწორედ, ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჯერჯერობით თავს იკავებენ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებიდან.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეხვედრები შედეგს გამოიღებს და მომავალ წელს, როდესაც კიდევ ერთხელ გავა ეს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა დაგვიჭერს მხარს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება