კავკასიის მედიცინის ცენტრში ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიება გაიმართა

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ მსოფლიო ტენდენციას ყოველწლიურად უერთდება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოქტომბრის თვის საფინალო ღონისძიებას მართავს. შესაბამის ინფორმაციას „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გამართულ ღონისძიებაზე ლექცია-სემინარი და პანელური დისკუსიები 200-ამდე ქალბატონისთვის მოეწყო. ფორუმზე ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა და კლინიკური დარგის წარმომადგენლებმა ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხებზე ისაუბრეს.

„ღონისძიების ფარგლებში, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ ვარდისფრად განათდა, რითაც სამედიცინო ცენტრი “ვარდისფერი ოქტომბრის” მსოფლიო კამპანიას კიდევ ერთხელ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურადაა ჩართული და პაციენტებს დაავადების პრევენციისა თუ მისი მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს სთავაზობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება