ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების საკითხს განიხილავენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების იდეა განიხილება.

მედიის ინფორმაციით, ე.წ. საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაფართოებული სხდომა 1-ელ ნოემბერს გაიმართება და დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია „აფხაზეთის რესპუბლიკის პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის გაერთიანებებში მონაწილეობის საკითხის განხილვა, კერძოდ, აფხაზეთის მზადყოფნა გაწევრიანდეს საკავშირო სახელმწიფოში“.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 2022 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. "ინტეგრაციულ პროცესებს" მხარს უჭერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, ინალ არძინბაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება