ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერის მრჩევლის ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება

1 ნოემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან იმართება პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) განხილვის მიზნით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველ სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც იმართება სამოქალაქო სექტორთან. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება