მაია ომიაძე - საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტი შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სამი კვარტლის მონაცემებს აფასებს.

მაია ომიაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობებიდან 3,3 მლრდ დოლარის შემოსავალი უკვე მიიღო.

„9 თვის მონაცემებით ტურიზმში შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 2019 წელთან შედარებით, 26%-იანი მატებაა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-მდე ზრდა. იცით, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მუდმივად ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს, ეს იქნება ევროპის ქვეყნები თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან შორეულ ქვეყნებშიც ვიწყებთ აქტიურ კამპანიებს. რაც რა თქმა უნდა გაზრდის ტურისტების რაოდენობას და თავისთავად შემოსავლებზე აისახება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო