გორის მერია - საოკუპაციო ხაზთან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გაიხსნა

საოკუპაციო ხაზთან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გაიხსნა - მეღვრეკისის ბაღი ერგნეთში მცხოვრებ პატარებსაც მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ბაღი გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

„ახალი შენობა ორსართულიანია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მეღვრეკისის საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით.

მეღვრეკისის საბავშვო ბაღი 3 ჯგუფზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაღში 70 - მდე აღსაზრდელი ირიცხება.

ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.

თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ბაღი ცოტა ხნის წინ მეჯვრისხევშიც გაიხსნა.

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია - მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება