საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კურორტების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციიის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, კურორტებისა და საკურორტო პოტენციალის შესახებ სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, საგანმანათლებო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებების გამართვას, ასევე, საკურორტო ადგილებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას გულისხმობს.

„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა საუნივერსიტეტო სივრცეში ახლად შექმნილ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, რაც სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას, საგანმანათლებო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და ერთგვარი კვლევითი პლატფორმის შექმნას გულისხმობს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, სააგენტო იზიარებს მულტიდისციპლინური კვლევების მნიშვნელობას გამაჯანსაღებელ ტურიზმში. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტულია და პასუხობს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელთა სწორ მართვასაც ტურიზმის სექტორი მდგრად განვითარებამდე მიჰყავს.

„ვიზიარებთ მულტიდისციპლინური კვლევების მნიშვნელობას, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაში, რასაც შეუძლია ახალი სიცოცხლე მისცეს ჩვენი ქვეყნის კურორტებს. აკადემიურ წრეებთან პარტნიორობით, თავს მოვუყრით სამეცნიერო ინფორმაციას, რაც დარგის ეფექტური განვითარების წინაპირობა გახდება. ჩვენი ინიციატივაა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივად გავუწიოთ ორგანიზება და ტრადიციული ხასიათი შევძინოთ სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ჩატარებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურ მართვაში სამეცნიერო წრეების ჩართულობას, ვიზრუნოთ ახალგაზრდა სპეციალისთა მომზადებაზე და ამით ხელი შევუწყოთ საქართველოს კურორტების მდგრად განვითარებას”, - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში - „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების, გრიგოლ რობაქიძისა და პორტუგალიის ტექნიკური უნივერსიტეტების, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის