სახალხო დამცველი აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო, ისაუბრეს თანასწორობის მექანიზმის მუშაობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

„აშშ-ს ელჩთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დღეს-დღეობით ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემაზე -ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე გავამახვილეთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შეხვედრა სასიამოვნო იყო. სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ადამიანის უფლებების, მათ შორის ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვაში. ეს საქმე საქართველოს ევროპული ტრაექტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს მხარს ვუჭერდით და მოუთმენლად ველი ამ პარტნიორობის გაგრძელებას“,- განაცხადა რობინ დანიგანმა.

„შეხვედრაზე ასევე საელჩოსა და სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავებისა და გაძლიერების საკითხები განიხილეს. ლევან იოსელიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლება და ამერიკელი ხალხი მუდმივად უწევს სახალხო დამცველის აპარატს დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება