ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი - მაღალი ალბათობით, სტატუსი მოგვენიჭება

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, ვიდრე შეიძლება გვქონოდა თვეების წინ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „შანსები არის „თვისობრივად გაუმჯობესებული“ და ეს დაეტყო ოპოზიციის რიტორიკასაც.

„ისინი საუბრობენ სტატუსის მეორეხარისხოვან მნიშვნელობაზე, ხოლო თავის დროზე ამბობდნენ, რომ ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და ახლა საპირისპიროს ამბობენ, რომ აღარაფერს ნიშნავს. ეს რიტორიკაც იმაზე მიანიშნებს, რიმ მწიფდება გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში აწარმოებდნენ საპირისპირო აგიტაციას, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ გადაწყვეტილების მიმღებნი, რომ არ მოენიჭებინათ ჩვენთვის სტატუსი, ამაში ამხილა კოლეგები ხათუნა სამნიძემ, სხვებმაც დაიწყეს ამაზე საუბარი, რასაც ვამტკიცებდით მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში, იმაზე ალაპარაკდა ახლა ოპოზიციის ნაწილი, რომ მიდიოდა პირდაპირ აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად დეკემბერში, მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება სტატუსი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის და იმედი გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დადებითი,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება