ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, ამ დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას

სამწუხაროა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. ჩვენ თავის დროზე დავაინიცირეთ კანონპროექტი, რასაც მოაყოლეს სერიოზული აჟიოტაჟი, რადგან მათ არ სურთ საკუთარი დაფინანსების წყაროების და ასევე, დაფინანსების მიზნების გამჟღავნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მიერ დაფინანსების წყაროების საზოგადოებისთვის გაცნობაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ მათ უარყოფითი მიზნები აქვთ და დაფინანსების დიდი ნაწილი ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას ხმარდება.

„მიზეზი არის ის, რომ ამ დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ისინი საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობას - ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ „ენჯეოებს“ არ სურთ, საკუთარი დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. ეს ბუნდოვანება მეტყველებს მათ უარყოფით მიზნებზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება