ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილის განცხადებას მუქარად აღვიქვამდით, რომ არ იყოს არასერიოზული კაცი - სააკაშვილი აღარაა ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ის კრიმინალია, რომელმაც უნდა მოიხადოს დამსახურებული სასჯელი

ხაბეიშვილის განცხადებას მუქარად აღვიქვამდით, რომ არ იყოს არასერიოზული კაცი - სააკაშვილი სიმულანტია, ის აღარ არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თუ პაპუაშვილი დეპუტატებს სააკაშვილთან არ შეუშვებს, „მას მოუწევს ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა მისსავე კაბინეტში".

„ამას აღვიქვამდით მუქარად, ხაბეიშვილი რომ არ იყოს არასერიოზული კაცი, შესაბამისად, მისგან ამის მუქარად მიღება არასწორი იქნება, ის უბრალოდ არასერიოზული კაცია", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კობახიძემ განაცხადა, რომ ის აღარ არის "ფაქტორი" ქართულ პოლიტიკაში. ამასთან მან სააკაშვილს "სიმულანტი" უწოდა.

„მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულანტი, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში სიმულირებდა, ასეთ პირობებში მას, რა თქმა უნდა არავითარი პოლიტიკური წარმატების შანსები აღარ აქვს. სააკაშვილი აღარ არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც უნდა მოიხადოს დამსახურებული სასჯელი,"- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!