სახალხო დამცველმა საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა

2023 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა. ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, აპარატი მჭიდროდ თანამშრომლობს პენსიონერთა კავშირთან ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის ღონისძიებების ორგანიზებასა და სხვადასხვა საკითხებში.

„ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზაციის ხელშეწყობა სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა, სადაც არსებული პრობლემები, მათ შორის, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგისა და აპარატის მიერ შესწავლილი სხვადასხვა საქმის შედეგებია ასახული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება