ჯაბა სამუშია ევროკავშირის ელჩსა და ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და ლატვიის ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს აგნესე დევიდსონს შეხვდა. თსუ-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები, ისაუბრეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

,,ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროპასთან მეგობრობას, ეს ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში გრძელდებდა. ევროკავშირთან ინტეგრაცია ნიშნავს ჩვენს სახლში, მშობლიურ გარემოში დაბრუნებას. ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობა ქართველებმა, ბალტიისპირელებმა და უკრაინელებმა ერთობლივი ბრძოლით მოვიპოვეთ. ეს დიდი გამარჯვება იყო,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს რექტორმა ევროკავშირის ელჩს სამომავლოდ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარება სთხოვა.

ევროკავშირის, მისი ინსტიტუციებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და კიდევ ერთხელ დააფიქსირა უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა.

უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებულ ურთიერთობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიძემეს (ლატვია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა აგნესე დევიდსონმა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება