დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, დროზე მიიტაცოს ქონება, იციან, რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოჰყვა დაპირისპირება გარდაბანში აქიფ ისმაილოვსა და „ოცნების“გავეშებულ დეპუტატებს შორის

„ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, დროზე მიიტაცოს ქონება, იციან, რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოყვა ეს დაპირისპირება აქიფ ისმაილოვსა და „ქართული ოცნების“ გავეშებულ დეპუტატებს შორის , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარდაბნის საკრებულოში საკრებულოს უმრავლესობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

კირკიტაძის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში, სკოლის შესასვლელთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული სამსახურის, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ, დაპირისპირება მოხდა, ფაქტი კი საჯარო პარტიის საკრებულოს წევრებმა დღეს გახადეს საჯარო.

დავით კირკიტაძის განმარტებით, მხარეებს შორის დაპირისპირება სკოლის ტერიტორიის გასხვისების საკითხს მოჰყვა, რისი წინააღმდეგიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

„უკვე დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მოუწიათ ამ სკოლის შესასვლელი ტერიტორიის ნუსხიდან ამოღება. ჩვენი საკრებულოს წევრები 24 საათიან რეჟიმში მზად არიან, იმუშაონ ხალხის ინტერესების დასაცავად, რადგან მსგავსი არ დაუშვან, „ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, დროზე მიიტაცონ ქონება, იციან, რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოყვა დაპირისპირება აქიფ ისმაილოვსა და გავეშებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მაგრამ ფაქტი არის ერთი, მართლა მისალოცია ქესალოელებისთვის და ნაზაროლელებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ამ სკოლით, რომ სკოლის შესასვლელი დარჩება ისეთივე როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“ - გადაქცეული სავაჭრო ცენტრად, რომელიც ხელს შეუშლიდნენ ბავშვებს სკოლაში შესვლა-გამოსვლაში“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო