თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები შტუტგარტის ვიცე მერს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები შტუტგარტის ვიცე მერს შეხვდნენ.

დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ადმინისტრაციული ცენტრის ქალაქ შტუტგარტის მერიაში, ვიცე მერს ქალბატონ ანდრეა კლეტტ-აინინგერს შეხვდნენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა და მასპინძელმა მხარემ თბილისსა და შტუტგარტს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და მუნიციპალური ელექტრონული სერვისების, სატრანსპორტო პოლიტიკისა და ურბანული განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების სამომავლო გზები დასახეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება