ლევან დავითაშვილი - ხავსს ეჭიდება ოპოზიცია - ჩვენი მმართველობის პერიოდი ერთადერთია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია

ბევრ ოპონენტს უნდა, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანდეს, მაგრამ ბულინგის მცდელობის მიუხედავად ჩვენ, ჩვენ პოზიციას არ გადავუხვევთ - საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატებში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან ჩინეთში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობა ხალხის ინტერესებს ემსახურება.

“ბევრი საერთაშორისო ფორმატია და საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატებში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს, რათა საქართველოს ინტერესები უკეთესად იყოს წარმოჩენილი, ეს ყველაფერი ხალხს ემსახურებოდეს. ხავსს ეჭიდება ოპოზიცია, არაფრიდან, გამოწოვილი თემებიდან ცდილობენ სკანდალის შექმნან, რაც მორიგჯერ უსუსური მცდელობა იქნება. ამ შემთხვევაშიც იგივეა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ფარულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ფარული კომუნიკაცია არ გვქონია“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი „ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია“.

“ჩვენ თუ ჩვენს ოკუპანტებს რაიმე ნაწილში დავუთმობთ ჩვენს ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლოები ვიქნებით ჩვენი გმირების ხსოვნის და მოსახლეობის წინაშე. საქართველოს ხელისუფლება მოსვლის დღიდან მხოლოდ თავის ხალხს ემსახურება. ჩვენი {მმართველობის} პერიოდი ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია არცერთ ასპარეზზე, არც საერთაშორისო პლატფორმებზე დიპლომატიური კუთხით, საერთაშორისო სასამართლოებში, არც დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის და ოკუპაციის გზით. პირიქით, გავაძლიერეთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები”, - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, დაესწრებოდა თუ არა, უკრაინის პრეზიდენტი ჩინეთში გამართულ ფორუმს, მინისტრი აღნიშნავს: „შეგიძლიათ ზელენსკის კითხოთ, თუ რა მოტივაცია აქვს. მე არ მაინტერესებს. პრეზიდენტ ზელენსკის თავისი საზრუნავი აქვს, რა თქმა უნდა, თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მათთან ვდგავართ ოკუპაციის წინააღმდეგ“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება