იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფება სამხრეთ ისრაელზე სარაკეტო დარტყმებზე იღებს პასუხისმგებლობას

იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფება სამხრეთ ისრაელზე სარაკეტო დარტყმებისთვის იღებს პასუხისმგებლობას. ამის შესახებ „ჰუსიტების“ მოძრაობის სპიკერმა იაჰია სრიამ განაცხადა.

მისი თქმით, საჰაერო დარტყმა, რომელიც დრონებისგან, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისგან შედგებოდა, განხორციელდა ღაზის ხალხის წინაშე “რელიგიური, მორალური, ჰუმანიტარული და ეროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაბული სამყაროს სისუსტისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნის ისრაელთან შეთქმულების ფონზე”.

მისი თქმით, აღნიშნული დარტყმების განხორციელება მათ “იემენის ხალხის მოთხოვნამ” აიძულა.

„ჰუსიტების“ სპიკერმა აღნიშნა, რომ ომის დასაწყისიდან დაჯგუფების მიერ ისრაელის წინააღმდეგ ეს უკვე მესამე განხორციელებული დარტყმაა და მომავალში რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ისრაელის წინააღმდეგ დარტყმები კიდევ განხორციელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება