ნათია თურნავა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, სებ-ის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, სექტორში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაც ესწრებოდა. ასევე შეფასდა მიკროსაფინანსო სექტორის განვლილი პერიოდის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დაისახა.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი სადისკუსიო თემები შეეხებოდა მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომ დახვეწასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. აღინიშნა, რომ მიკროსაფინანსო სექტორის განვითარება არსებითად გააუმჯობესებს ზოგადად ფინანსური სექტორის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

მსგავსი შეხვედრები მიკროსაფინანსო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!