ენტონი ბლინკენი - ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “ნათელი კავშირები” არსებობს

ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “ნათელი კავშირები” არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ “ირანის დახმარებით რუსეთისთვის გამარჯვების საშუალების მიცემა გაამხნევებს მოსკოვსაც და თეირანსაც”.

“მას შემდეგ რაც რუსეთისთვის მისი სამხედროების მომარაგების ტრადიციული საშუალებები გავწყვიტეთ, ის სულ უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვმა ირანს უფრო განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდა, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას”,- განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვისა და უკრაინისთვის დახმარების ერთი პაკეტით დამტკიცება, რათა რუსეთმა და ჩინეთმა არ დაინახონ, რომ გლობალური კრიზისების მოგვარების საკითხს აშშ შემთხვევითობის პრინციპით არ უდგება.

“ამ დახმარებისთვის ნაწილების მოშორებას თუ დავიწყებთ, ისინი დაინახავენ ამას, გაიგებენ, რომ შემთხვევითობის პრინციპით ვუდგებით, მაშინ როდესაც ისინი სულ უფრო მზარდად თანამშრომლობენ და უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას”, - განაცხადა ბლინკენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება