ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ბრძოლის ველზე შედეგები და მიღწევები ძალიან დიდია, მაგრამ ბოლო დღეებში ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწია

ისრაელის თავდაცვის ძალებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ღაზაში, მაგრამ მძიმე ფასსაც ვიხდით. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამხედრო მოსამსახურეებთან საუბარში განაცხადა.

“დიდი მასშტაბით ვაგზავნით ძალებს, ღრმად [ღაზას] სექტორში… ბრძოლებია ძალების წინააღმდეგ, რომლებიც [ღაზაში] ოპერირებენ, და ბრძოლის ველზე შედეგები და მიღწევები ძალიან დიდია.

სამწუხაროდ, ომში ასევე ფასებიცაა…და ბოლო დღეებში ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწია. ამის მიუხედავად, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ და გავიმარჯვოთ”, - განაცხადა გალანტმა.

მან აღნიშნა, რომ დღეს ღაზას სექტორში ბრძოლების შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ჯარისკაცი გარდაიცვალა, კიდევ ორი მძიმედ არის დაჭრილი, ხოლო “დიდი რაოდენობით” ტერორისტი იქნა მოკლული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება