ვახტანგ ძაბირაძე - 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირებას - ან „ახალი ბიძინა“ გვჭირდება, ან არჩევნების ნორმალურად ჩატარება

მაღალი მოლოდინი მაქვს იმის, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რა თქმა უნდა, დათქმებით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ძაბირაძის შეფასებით, პარტნიორებმა უნდა გაიაზრონ, თუ საქართველო სტატუსს არ მიიღებს, ეს რუსეთის გამარჯვება იქნება.

„ჩემი აზრით, შეცდომა იყო, როდესაც თავის დროზე საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ვითარება, რომელიც ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაა. უნდა გაიაზრონ ის, რომ თუ ჩვენ სტატუსს არ მივიღებთ, ეს რუსეთის გამარჯვება იქნება. დღესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული და არა ტექნიკური, თუ ვინ რამდენი პუნქტი შეასრულა. სამწუხარო არის ის, რომ ამ ფაქტს ხელისუფლება თავისთვის გამოიყენებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან თუ ვინმეს ჰქონდა პოზიცია, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადადებულიყო, უნდა ითქვას თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები.

„თუ ვინმეს ჰქონდა ისეთი პოზიცია, რომ ჩვენ არ უნდა მოგვცენ სტატუსი, მაშინ უნდა ითქვას ვინ თქვა - ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. თუ ახლა გაიგეს, გასაგებია, მაგრამ თუ 1 წელია იციან, რომ ვიღაც ასე ლაპარაკობს, მაშინ ეთქვათ 1 წლის წინ. ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად გამოიყენა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებითვე, არ არსებობს გარანტი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.

„ღმერთმა ნუ ქნას, იგივე კალაძისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს. 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირებას. შეიძლება, არჩევნების დღეს არა, მაგრამ შემდეგ არჩევნებამდე „ოცნება“ ვერ მივა. ან ახალი ბიძინა გვჭირდება, ან არჩევნების ნორმალურად ჩატარება. 2011 წელს ივანიშვილი, რომ არ გამოჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებდა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება