ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პარასკევს, სავარაუდოდ, ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის“, - აღნიშნა მილერმა.

ენტონი ბლინკენი სამშაბათს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ესაუბრა და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა. „სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან, რაც შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, ბლინკენი ისრაელში, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ორჯერ იმყოფებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება