ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ბოლივიის ხელისუფლება ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და მიზეზად იმას ასახელებს, რომ „პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებია“, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლივია ასევე ემზადება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად.

ბოლივიის წარმომადგენელმა გაერო-ში, დიეგო პარიმ სამშაბათს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე თავისი ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პალესტინელი ხალხის უფლებებს.

„შედეგად, ბოლივიელმა ხალხმა და მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენ მას მივიჩნევთ სახელმწიფოდ, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანთა სიცოცხლეს, საერთაშორისო კანონს ან საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“,- აღნიშნა პარიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება