მედია - ღაზას ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში ათობით ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა, მაგრამ ახლომდებარე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაღუპულების რაოდენობა 120-ს აღწევს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური და შენობების ქვეშ არსებული მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა ჩამოიშალა. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს ჯაბალიას ბატალიონიის ბევრი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდსხმამდე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, საერთო ჯამში, 8 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება