კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს

კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან კონსულტაციებისთვის თავიანთი ელჩები გაიწვიეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თუ ისრაელი არ შეაჩერებს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით“, - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ.

ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან ღაზას სექტორში ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო.

განცხადება გაავრცელა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ მკაცრად გმობენ და დიდი შეშფოთებით აკვირდებიან სამხედრო ოპერაციებს, „რომლებიც მათი განვითარების ამ ეტაპზე გულისხმობს ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რისი დემონსტრირებაცაა რვა ათასი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები“. შეგახსენებთ, ბოლივიის ხელისუფლებამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად ის დაასახელა, რომ „პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებია“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება