ჯო ბაიდენი იორდანიის მეფეს - მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ პალესტინელები ღაზადან იძულებით არ გადაადგილდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა II-ს ესაუბრა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა და იორდანიის მეფემ განიხილეს გადაუდებელი მექანიზმები „ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად.

“პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა მაშინ, როცა ისრაელი იცავს თავის მოქალაქეებს და ებრძვის ტერორიზმს. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ პალესტინელები ღაზას ფარგლებს გარეთ იძულებით არ გადაადგილდნენ. მათ განიხილეს ძალადობის შეჩერების, რიტორიკის დამშვიდებისა და რეგიონული დაძაბულობის შემცირების გადაუდებელი მექანიზმები. პრეზიდენტმა და მეფე აბდულამ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, იმუშაონ ერთად და სხვა რეგიონულ პარტნიორებთან, რათა შექმნან პირობები გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ახლო აღმოსავლეთში, რაც მოიცავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება