გადადი ახალ ბინაში - ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

მომხმარებლებს, რომლებსაც საცხოვრებელი ბინის ან სახლის შეძენა ძველის სანაცვლოდ სურთ, ტერაბანკი პროდუქტს „გადადი ახალ ბინაში“ სთავაზობს.

პროდუქტის უპირატესობა ორი პარალელური - დროებითი და ძირითადი სესხების ერთდროულად გაცემას გულისხმობს. ამ თანხით მომხმარებელი სასურველ უძრავ ქონებას შეიძენს და საკუთარი, არსებული ბინის რეალიზაციისთვის მას დამატებითი დრო, 6 თვე მიეცემა, რის შემდეგაც სრულად უნდა დაფაროს დროებითი სესხი.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი სესხი სტანდარტული იპოთეკური სესხის პირობებით გაიცემა, დროებითი კი - შემოსავლების შესწავლის გარეშე, რაც მის დამატებით უპირატესობასა და მომხმარებლებისთვის კიდევ ერთ ბენეფიტს წარმოადგენს. დროებითი სესხის საპროცენტო განაკვეთი 0%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 7.1%-დან, გაცემის საკომისიო - 3%, დაფარვის პირობა კი - ვადის ბოლოს.

„პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლების მოთხოვნამ განაპირობა. ხშირად ფიზიკურ პირებს ახალი უძრავი ქონების - ბინისა თუ სახლის შესაძენად, არსებულის გაყიდვამდე დამატებით დროებითი სესხი ესაჭიროებათ. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მათზე მორგებული პროდუქტი, რომელიც ვფიქრობთ, საკმაო დაინტერესებას გამოიწვევს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

პროდუქტით სარგებლობის შემთხვევაში, სასურველი უძრავი ქონების ყიდვა შესაძლებელია როგორც სამშენებლო კომპანიისგან, ისე ფიზიკური პირისგან. ამას გარდა, თანხის ნაწილით შესაძლოა, შესაძენი ბინის ან სახლის სარემონტო სამუშაოებიც დაფინანსდეს. სესხი ლარში, აშშ დოლარსა და ევროში გაიცემა.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის