კოკა კაციტაძე ირლანდიაში „გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისიის“ წევრებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, პირველ მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ირლანდიაში, დუბლინში „გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისიის“ (GSOC) კომისრებს - ემილი ლოგანსა და ჰიუ ჰიუმის შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისია“ (GSOC) დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, რომელიც ირლანდიაში, პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს. ის ასევე პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა საერთაშორისო ქსელის (IPCAN) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, რომელიც ეროვნული საპოლიციო ძალების ზედამხედველობას და მსხვერპლთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე, მხარეებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ფუნქციის მქონდე ორგანოების უფლებამოსილებაზე, მიღწევებსა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების სპეციფიკა, გამომძიებლების გადამზადების და მათი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო დანაშაულის მსხვერპლებთან კომუნიკაციისა და სამართალდამცავ უწყებებთან ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხებს.

ქ. დუბლინში, გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელ ორგანოთა საერთაშორისო ქსელში (IPCAN), საგამოძიებო ორგანოების კოორდინირებულ და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ქსელის წევრი ოფიციალურად 2023 წლის მაისში გახდა.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ქ. დუბლინში გამართულ შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი და „გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისიის“ საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯონ ლიმენი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება